Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი

სალომე სამადაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი

13/06/2023 07:31:06 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება" შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი იქნება.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება შესაძლოა, აღმოჩნდეს არანაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე ეს იყო ე.წ აგენტების შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა გეგმავდა.

"ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ იმეორებს იმ შეფასებებს, რაც ამ თემაზე ჩვენ გავაკეთეთ და პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ იქნას მიღებული. ამიტომ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ამ კანონპროექტის მიღება უმრავლესობის მიერ იქნება არა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, არამედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული მორიგი საბოტაჟი, რადგან ვენეციის კომისიის მსგავსი დასკვნის პირობებში მისი მიღება იქნება დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შესაძლოა, არანაკლებ დამაზიანებელი ვიდრე რუსული კანონი აგენტების შესახებ რომლის მიღებასაც ცდილობდა "ქართული ოცნება" ამ პარლამენტში", – განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ასევე: ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S