კობახიძე: "ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს"
13/06/2023 09:40:07 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს".
„მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. აქედან გამომდინარე, საკუთარ განცხადებებში ჩაიხედონ და სწორად შეაფასონ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. მათი ანტიქართული განცხადებები, რა თქმა უნდა პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


