Accentnews.ge
კობახიძე: "ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები"

კობახიძე: "ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები"

13/06/2023 10:59:40 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციები ხშირად უსაფუძვლოა.

„ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ევროპარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც რეალურად არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და არის სრულიად უსაფუძვლო. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს სააკაშვილისა და გვარამიას, ორი კრიმინალის, გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ჩვენთვის ბუნებრივია ვერანაირი ფასი ვერ ექნება ასეთ რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ვერავითარ შემთხვევაში, ვერ იქნება განმსაზღვრელი ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩვენთვის არის განმსაზღვრელი 12 პუნქტი და ის კანონები, რომლებიც იყო მისაღები. ყველა მიმართულებით რეფორმები განვახორციელეთ, სრულდება მუშაობა, ივნისის ბოლომდეა დრო. აქედან გამომდინარე, არამხოლოდ ნება არის, არამედ ეს ნება არის სათანადო ქმედებებში გამოხატული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S