Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება, იქნას აღქმული შანტაჟად

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება, იქნას აღქმული შანტაჟად

13/06/2023 13:55:48 პოლიტიკა

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება, იქნას აღქმული შანტაჟად.

„რაც შეეხება ხატია დეკანოზის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება, იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია - „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია, თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S