Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი: "სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს"

სახელმწიფო დეპარტამენტი: "სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს"

14/06/2023 08:58:24 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას, – იუწყება "ამერიკის ხმა".

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს", - აცხადებს "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლზე გასულ კვირაში, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ობრაიენს ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა. პასუხად ობრაინემა თქვა, „ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებითი პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში. ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. ჩვენ გვყავს გუნდები, რომლებიც მიდიან თურქეთში და სხვა ადგილებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S