Accentnews.ge
პლენარული სხდომის დროს "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები დააყარეს

პლენარული სხდომის დროს "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები დააყარეს

14/06/2023 09:05:26 პოლიტიკა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრე მოქალაქემ "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გაშალა.

მოქალაქე კრისტო ტალახაძე შშმ პირის დედაა. იგი პარლამენტში დღეს სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ქსოვილის ბანერი მას დარბაზში გადმოფენამდე თავშალივით ჰქონდა შემოხვეული.

„არა რუსულ ოცნებას! არა რუსულ რეჟიმს!“, დაიძახა კრისტო ტალახაძემ დარბაზში. მოგვიანებით მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად“ ნებისმირ ფორმას გამოიყენებს.

პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კრისტო ტალახაძის საქციელს არაადეკვატური უწოდა.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე დარბაზიდან გაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S