Accentnews.ge
„პუტინისთვის სიგნალი იქნება“: აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების „ისრაელის მოდელის“ შეთავაზება სურს – NYT

„პუტინისთვის სიგნალი იქნება“: აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების „ისრაელის მოდელის“ შეთავაზება სურს – NYT

14/06/2023 11:07:08 ეს საინტერესოა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ვარიანტს „ისრაელის მოდელით“, – წერს New York Times.

საუბარია უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ გზით თეთრი სახლი აპირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „დარწმუნებას“, რომ კიევისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება არ შეჩერდება.

გამოცემა მიუთითებს, რომ ისრაელი არ არის ნატოს წევრი და აშშ არ არის ვალდებული, დაიცვას იგი თავდასხმის შემთხვევაში. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სწორედ ისრაელი იყო ვაშინგტონის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმღები, რომლის მოცულობამ 150 მილიარდ დოლარს მიაღწია – ქვეყნების თანამშრომლობის დეტალები ასახულია ათწლიან ხელშეკრულებებში. მოქმედი ხელშეკრულება ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა 2019 წლიდან 2028 წლამდე ისრაელს 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.

გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში ამბობენ, რომ უკრაინის წინაშე ვალდებულებები "სავარაუდოდ, უნდა უფრო ხანმოკლე იქნება", მაგრამ ეს არა მხოლოდ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის პუტინს, არამედ „პოლიტიკური დებატებიდან მოხსნის საკითხს, თუ რამდენი დახმარება უნდა გაეწიოს კიევს მომდევნო ექვს თვეში ან წელიწადში“.

თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, მისაღები იყოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ ნატოს წევრობას შეუძლია ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტირება.

მაისში Wall Street Journal-მა დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეიძლება შესთავაზონ უკრაინას ვალდებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას ალიანსში გაწევრიანების გარეშე.

შეერთებული შტატები მზადაა, იმოქმედოს როგორც მთავარმა გარანტმა ამ შეთანხმებებში, ხოლო დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმების მხარეები იქნებიან, –აღნიშნავდა გამოცემა.

მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ 2022 წლის მარტში ომის დაწყების შემდეგ ზელენსკი დათანხმდა „ისრაელის მოდელს“, რომელიც გულისხმობდა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და ქვეყანაში ძლიერი არმიის შექმნას დამოუკიდებელი თავდაცვისთვის. თუმცა, ბენეტის შუამავლობით მოლაპარაკებები შეფერხდა მას შემდეგ, რაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს ბუჩაში, კიევთან ახლოს.

„ისრაელის მოდელის“ გარდა, ნატოს ივლისის სამიტზე ლიეტუვაში, ალიანსის წევრები ზელენსკის წარუდგენენ გეგმას იარაღის, საბრძოლო მასალა და თანხის საშუალოვადიან პერიოდში მიწოდების თაობაზე, მიუხედავად მიმდინარე კონტრშეტევის ბედისა თუ საარჩევნო კალენდრისა.

ასევე მოსალოდნელია, რომ ნატო 1997 წელს დაარსებული ნატო-უკრაინის კომისიიდან კიევთან ურთიერთობას ნატო-უკრაინის საბჭომდე აამაღლებს – ურთიერთქმედების და ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეზე.

ცოტა ხნის წინ, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ, თავიანთი შეიარაღებული ძალები უკრაინაში გაგზავნონ, თუ ნატო არ მისცემს კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მომავალ სამიტზე.

მისი თქმით, პოლონეთი აპირებს, უკრაინას „კონკრეტული დახმარება“ გაუწიოს და შესაძლოა, მას ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიჰყვნენ. რასმუსენმა არ გამორიცხა „ბრძოლის ველზე ჯარების გაგზავნის“ ვარიანტი. ამავდროულად, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კიევის მიმართვას მეზობელი ქვეყნებისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე "აბსოლუტურად კანონიერი" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S