Accentnews.ge
მდინარაძე: ბევრს არ ვიცნობ ისეთს, ვინც ქართულ კინოზე ოდიშარიასავით კვალიფიციურად მსჯელობს

მდინარაძე: ბევრს არ ვიცნობ ისეთს, ვინც ქართულ კინოზე ოდიშარიასავით კვალიფიციურად მსჯელობს

14/06/2023 11:55:22 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "იგი არ იცნობს ბევრს, ვისაც ბაჩო ოდიშარიასავით ქართული ფილმების შესახებ კვალიფიციურად მსჯელობა შეუძლია".

"რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მაგ ადამიანთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი, რომელმაც ასე კარგად იცოდეს ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ",- ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე ასევე ამბობს, რომ "რეორგანიზაცია ვიღაცებს თავისი მენტალობიდან გამომდინარე ვიღაცის სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ".

მისი თქმით, ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება და თავისუფლება უნდა მიიღოს:

რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს მოიცავს ამის გარდა, მათ ვერ წარმოუდგენიათ, თუკი სადმე რეორგანიზაცია არის გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ უნდა მეტი განვითარების საშუალება მიიღოს, მეტი თავისუფლება მიიღოს და არა ნაცების ნარატივის ქვეშ - ეს შეუძლებელია".

POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროს მოადგილედ დაინიშნა.

„რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. იმასაც გავარკვევ, რატომ არის ეს პროტესტის საგანი, წარმოდგენა არ მაქვს, არგუმენტი არ მომისმენია. კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ია. ვიცი, რომ წელიწადზე მეტია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის აქ, აქამდე მსგავსი პროტესტი არ ყოფილა, ახლა რამ გამოიწვია პროტესტი, გავერკვევი. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როცა მოვა, დღეს ასეთი არ ყოფილა, მერე გავერკვევი“, –განაცხადა ოდიშარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.

კინოცენტრის თანამშრომლების ნაწილი გამოცხადებულ რეორგანიზაციას აფასებს მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და კინოცენტრის ბერკეტი სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს. ისინი მოითხოვენ, დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეწყდეს და დირექტორი კონკურსის საფუძველზე დაინიშნოს.

ბაჩო ოდიშარია დაიბადა 1991 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 2017 წლიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მიჰყავს გადაცემა „ილუზიონი“. იგი აგრეთვე არის ტელეკომპანია „POSTV“-ის ანალიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S