Accentnews.ge
მიშელი – ღარიბაშვილს: ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა

მიშელი – ღარიბაშვილს: ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა

14/06/2023 13:41:24 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ახლა, როგორც არასდროს, საქართველოსთვის საჭიროა სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში ბატონო პრემიერო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტვით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მოხაზოთ ახალი ტრაექტორია საქართველოსთვის, თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა საჭიროა ვიდრე ოდესმე, საქართველოს ხალხისთვის“, - წერს შარლ მიშელი.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S