Accentnews.ge
ჰერჩინსკი: არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტი ამოღებულ იქნას

ჰერჩინსკი: არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტი ამოღებულ იქნას

15/06/2023 07:18:35 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობა პრობლემაა საქართველოსთვის და თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.

განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი იქ არ მისულა.

"12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ გასულ წელს მიიღო შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე ევროკავშირის ლიდერების მიერ. ასე რომ, ცხადია, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პრიორიტეტი ამოღებულ იქნას. პრიორიტეტი ნომერი 5 ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის. ჩვენ ვდგავართ ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობის გამოწვევის წინაშე ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, რომ საქართველოსთვის ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყვეტილი უნდა იყოს, თუ როგორ, ცხადია, ეს ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. მაგრამ პრობლემა რჩება და ჩვენ ველით, რომ პრობლემა გადაჭრილი იქნება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S