Accentnews.ge
პარტია „საქართველოსთვის“: მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

პარტია „საქართველოსთვის“: მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

15/06/2023 09:01:00 პოლიტიკა

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

პარტიის ინფორმაციით, კობალაძე მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს სამართალდარმღვევად.

„კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად.

სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S