Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიძლება, არ იწვევდნენ უკრაინაში

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიძლება, არ იწვევდნენ უკრაინაში

15/06/2023 09:04:45 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც უკრაინაში ამ დრომდე არ ჩასულა. მისი თქმით, მუდამ მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად, თუნდაც ხვალვე.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს აქამდე რატომ არ მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ეს პირადული არ არის, ვფიქრობ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ამიტომ გარკვეული აზრით, მე ამის შედეგებს ვგრძნობ, მაგრამ, ისევ და ისევ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ასეთი შესაძლებლობა გვექნება, ვფიქრობ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე გაჩნდება“.

მიიღო თუ არა უკვე მიწვევა ამ შეკითხვაზე სალომე ზურაბიშვლი პასუხობს, რომ "ჯერ არა":

„ვფიქრობ ეს ჯერ არაა ორგანიზებული“.

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ:

"სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან".

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში არ ჩასულან.

გასული წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S