მაკა ბოჭორიშვილი: შეიძლება, დაუძინებელმა მტერმა ვერ მიაყენოს ქვეყანას იმხელა ზიანი, რაც ერთ საათში კითხვების დასმის პროცესში გააკეთეს ოპოზიციის წევრებმა
16/06/2023 10:31:00 პოლიტიკა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის წევრ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის დასმული კითხვების გამო მწვავედ აკრიტიკებს.
„მე არ შემიძლია პატარა კომენტარი არ გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რასაც ვისმენთ ამ ერთ საათში ამ დარბაზში. კითხვების დასმის პროცესშიც გამოჩნდა, რამდენი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარლამენტის წევრი ზის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეიძლება დაუძინებელმა მტერმა ვერ მიაყენოს ქვეყანას იმხელა ზიანი, რაც ერთ საათში კითხვების დასმის პროცესში გააკეთეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ოპოზიციიდან. ძალიან სამწუხაროა ამის მოსმენა. ეს არის დიაგნოზი, რატომ არის თქვენი საქმე ასჯერ უფრო რთული გასაკეთებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა საგარეო საქმეთა მინისტრის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


