Accentnews.ge
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ნატო–ს სამიტზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებთ ფორმატი არასტანდარტულია"

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ნატო–ს სამიტზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებთ ფორმატი არასტანდარტულია"

16/06/2023 12:05:31 პოლიტიკა

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ნატო–ს სამიტზე, თუმცა წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებთ ფორმატი არის არასტანდარტული", – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დეპუტატების კითხვას ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ქართული მხარე მუშაობს, რომ "ვილნიუსის სამიტის კომუნიკე შესაბამისობაში იყოს საქართველოს ინტერესებთან".

"ვილნიუსის სამიტი ივლისშია დაგეგმილი. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, იმისათვის, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი, ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებთ თვითონ ფორმატი ზოგადად არის არასტანდარტული ნატო–ს წევრი ქვეყნების შეკრების. იცით ალბათ, რაზეც იქნება მთავარი ფოკუსი. შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რომ ერთის მხრივ, საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში, მეორეს მხრივ, კომუნიკე რომელიც გაიცემა ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ, შესაბამისობაში იყოს ჩვენს ინტერესებთან, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩვენი ნატოელი პარტნიოროების ინტერესებთან", – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, მინისტრს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შემდეგი კითხვით მიმართა:

"იმუშავეთ ნატო-სთან, რომ საქართველო არა თუ დაესწროს თქვენი მეშვეობით ვილნიუსის სამიტის ღონისძიებას, არამედ რაღაც პროგრესი საქართველოს ნატო-ში ჰქონდეს?".

მსგავსი შინაარსის კითხვით მინისტრს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაც მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S