საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაზიანის აეროპორტის შესაძლო აშენებაზე: "გაუგებარი აჟიოტაჟია ატეხილი"
16/06/2023 12:18:49 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის შესაძლო აშენების საკითხზე ისაუბრა.
"გაუგებარი აჟიოტაჟია ატეხილი. პირველ რიგში, კარგია, მოვისმინოთ ის, რაც თქვა პრემიერმა. აეროპორტთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა და ამის შემდეგ გადაწყდება არსებული აეროპორტი, თუ ახალი აეროპორტის მშენებლობა მოხდება. თუ მიზანშეწონილობის კვლევა იტყვის, რომ ეს აეროპორტი უნდა აშენდეს ვაზიანში, შესაბამისი დოკუმენტებიც იქნება ამასთან მიმართებაში. ამ პროცესში სრულად არის ჩართული თავდაცვის ძალები და მათთან ინფორმაციის გაცვლა ცხადია, ხდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამასთან მიმართებაში იქნება კოორდინირებული შესაბამის უწყებასთან", – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მდებარეობს.


