Accentnews.ge
საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, ვინ შეიძლება, მოიაზრებოდეს "გლობალურ ომის პარტიაში"

საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, ვინ შეიძლება, მოიაზრებოდეს "გლობალურ ომის პარტიაში"

16/06/2023 12:22:24 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განმარტავს ვინ იგულისხმება "გლობალურ ომის პარტიაში", რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად ახსენებენ.

"გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თუ კი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, ვინც ბოლო პერიოდში ევროკავშირს შეუერთდა, ვინც გახდა სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, ამ ქვეყნებში ერთის მხრივ, შიდა პოლიტიკური პოლარიზაციას და მათ პოზიციონებას და მათი ხელისუფლების ოპონენტების პოზიციონირებას საგარეო ფლანგზე, ეს იყო კონსოლიდირებული და ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს საკითხი ეხებოდა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას იქ, პოზიციები იყო ფორმირებული, რასაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავთ და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებები, უსაფუძვლო ბრალდებებით და საფუძველ მოკლებული შეხედულებების გაზიარებით და საუბრით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, როგორც ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ მომავალს", - თქვა მინისტრმა დარჩიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ რიგი წარმომადგენელების თქმით, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S