Accentnews.ge
დარჩიაშვილი: პრემიერმა ბრატისლავაში თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია

დარჩიაშვილი: პრემიერმა ბრატისლავაში თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია

16/06/2023 12:40:43 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზებზე თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ახალი არაა. ასე უპასუხა მან ენმ-ის წევრი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შესაბამის კითხვას.

"კი თუ არა, ეს ახალი ფორმაა კითხვის დასმის. პირველ რიგში, მინდა, გითხართ, რომ არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში, როდესაც ხდება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება. ის, რაც პრემიერმა თქვა, თქვენც შეგიძლიათ, მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ვეთანხმები თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეფასებას თქვენი ინტერპრეტაციით გაკეთებულს, გიპასუხებთ, რომ არა, მაგრამ პრემიერ–მინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

"ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატო–სკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა?" - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S