საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი კითხვაზე, რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას
16/06/2023 13:10:01 პოლიტიკა
პარლამენტში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მას ჰკითხა, დაესახელებინა რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
"ალბათ, ადევნებთ ქალბატონო სალომე, თვალს ჩვენს საგარეო ვიზიტებს, საქართველოში ჩამობრძანებულ ჩვენს პარტნიორებს, მინისტრებს, ქვეყნების ლიდერებს და შეგიძლიათ, თავად ამოიცნოთ ის ქვეყნები, რომლებიც განუხრელად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", – განაცხადა მინისტრმა დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.


