Accentnews.ge
ალასანია: "მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ"

ალასანია: "მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ"

16/06/2023 15:26:45 პოლიტიკა

მე მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – თქვა ექს–პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალურად ვერ ესაუბრა შვილს მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, ყველამ ვიცით, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მეორე მხრივ, ვერც ერთ ქართველს ვერანაირი კანონი საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავს, ეს ხომ ფაქტია", - განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ალასანია ამბობს, რომ “მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის იცვლის აზრს იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება იქნება”:

"ის, რომ მას საქართველოს სიყვარული და ინტერესი მუდმივად აქვს, ეს ხომ ფაქტია, მგონია არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. მე ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა. ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას, მაგრამ რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს.მე არაფერ შუაში ვარ, ის ყოველთვის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ახლაც თვითონ იღებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი გამოცდილებაც აქვს საამისოდ და საკმარისი ასაკიც.

ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიერი ვერ იქნება, როგორ უნდა იყოს?" - განაცხადა ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S