Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

17/06/2023 05:19:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი “ბიოლში” გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S