Accentnews.ge
ჩეხეთის ელჩი – თავდასხმებზე: ეს არის საშინელება, ძალადობა დაუშვებელია

ჩეხეთის ელჩი – თავდასხმებზე: ეს არის საშინელება, ძალადობა დაუშვებელია

17/06/2023 14:46:04 პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმას გმობს.

"ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია. ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობ ამ ფაქტს, ვიმედოვნებ, ზურა ჯაფარიძე იქნება კარგად და ტრენინგის მონაწილეები უსაფრთხოდ იქნებიან", - განაცხადა ელჩმა.

დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც მიიჭრნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით.

მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იგივე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S