Accentnews.ge
საქართველოში ევროკავშირის ელჩი: „პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: „პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია“

17/06/2023 13:49:46 პოლიტიკა

„პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია“, – ასე ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმების ფაქტებს.

ჰერჩინსკი იმედს გამოვთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ გაუარესდება.

"მე წავიკითხე რამდენიმე სტატია, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რა მოხდა ბორჯომში. იმედი მაქვს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება. რაც შემიძლია, ვთქვა ხმამაღლა და გასაგებად, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დასაგმობია და მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ვიმედოვნებ, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც მიიჭრნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით.

მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იგივე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S