Accentnews.ge
"ქართული ოცნება"  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს

"ქართული ოცნება"  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს

19/06/2023 08:41:41 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს

კობახიძის თქმით, ამის მიზეზი ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურების კონსულტაციების გარეშე წარდგენაა. ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი "პირდაპირ კავშირშია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პარტიაში ჯერ–ჯერობით არ ჰქონიათ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S