Accentnews.ge
კობახიძე – კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოველენებზე: „რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი“

კობახიძე – კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოველენებზე: „რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი“

19/06/2023 08:53:18 პოლიტიკა

„რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოველენებს.

მისი თქმით, ქართულ კინოს სჭირდება გაჯანსაღება და მეტი რესურსის, მათ შორის, ინტელექტუალური რესურსის ჩადება და სწორედ აქეთკენაა მიმართული მინისტრის ქმედებები.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი დისკუსიის ფორმატში უნდა გაირკვეს და არა პროტესტის ორგანიზებით.

„კინოს კონტროლს რაც შეეხება, ესეც წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. პირდაპირ ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთით. ეს აღარ ხდება დღეს. არ ვიცი, რა არის ამ პროტესტის მიზეზი, შეიძლება, იყოს სუბიექტური ინტერესი და ა.შ, მაგრამ როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესებუს წინააღმდეგ და უბრალოდ რაღაც სახელების და გვარების გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ რამე სუბიექტური ინტერესები არსებობდეს. რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული? მე არ ვიცი“, აცხადებს კობახიძე.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S