Accentnews.ge
კობხიძე –17 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე: ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე

კობხიძე –17 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე: ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე

19/06/2023 08:59:06 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17 ივნისს მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა და "კონკრეტული ძალები" პოლარიზაციის გაღრმავებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე:

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არის არასწორი, მიუღებელი და ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გადადის ხოლმე ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 ივნისს უნივერსიტეტში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი ცდილობდა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექცია. თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები. ინციდენტის შემდეგ ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

იმავე დღეს გორში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში ლექციის წასაკითხად მიდიოდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. თავდასხმა მოხდა ბორჯომში აღნიშნულ ბანაკზეც, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ, საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით. ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, სს კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S