Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება

ჯანდაცვის მინისტრი: პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება

19/06/2023 11:52:02 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

„მეორე საკითხი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოგეხსენებათ, ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში, წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S