"პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა, უკრაინაში შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე"
19/06/2023 16:48:22 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "პუტინმა ევროპაში ომი დააბრუნა".
"ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები თანდათან გაქრა. პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი - რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე. უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


