Accentnews.ge
ბუჩუკური: მიმდინარე მოვლენების ფონზე 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხთან დაკავშირებით დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს

ბუჩუკური: მიმდინარე მოვლენების ფონზე 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხთან დაკავშირებით დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს

20/06/2023 07:47:36 პოლიტიკა

მიმდინარე მოვლენების ფონზე 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხთან დაკავშირებით დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

ბუჩუკურის თქმით, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

"გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, იცავს და აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, ეროვნულ ბანკს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს, ეს დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, დაველოდოთ, ვნახოთ როგორ იქნება. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს. მძიმე გავლენა აქვს მათ რიტორიკას, ძალადობრივ მეთოდებს, რასაც ერთი-ერთში ახორციელებდა 2011- 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა". ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე გადადის, მის დასასრულს ნიშნავს და მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სამართლიანობის რესურსი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S