Accentnews.ge
"მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს": ენმ აქციზის ტარიფის 2017 წლის მაჩვენებელზე დაბრუნებას მოითხოვს

"მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს": ენმ აქციზის ტარიფის 2017 წლის მაჩვენებელზე დაბრუნებას მოითხოვს

20/06/2023 11:04:27 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციზის ტარიფი 2017 წლის მაჩვენებელზე დაბრუნებას მოითხოვს, რაც პარტიის შეფასებით, "მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს"

„2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტის სახით, საქართველოში 1150 ტონა საწვავის შემოვიდა, აქედან 607 ათასი ბენზინია, ხოლო 550 ათასი ტონა – დიზელი. იმპორტიორი ქვეყნების წილი მნიშვნელოვანია. რუსეთი, რომელიც ომამდე პერიოდში ჩვენი საწვავის ბაზრის 30%–იანი ხვედრითი წილის მფლობელი იყო, ახლა ეს პროცენტი ფაქტობრივად გაორმაგდა – 56,6% გახდა. ხოლო იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ბევრად უფრო მეტი მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა გააჩნია, მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში ფასი უფრო უკეთესი იქნებოდა და ხარისხიც.

მაგალითად, აზერბაიჯანის 15%–იანი წილი შემცირდა 4.8%–მდე. შემცირებულია რუმინეთის, ბულგარეთის და თურქმენეთის ხვედრითი წილებიც. შესაბამისად, ჩვენი აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის ტვირთი სახით რიგით მოქალაქეებზე, რომელთა ჯიბეს ყოველ ლიტრ საწვავზე დაახლოებით, 20-25 თეთრი ზედმეტად ტვირთად აწვება",– განაცხადა კახა მიქელაძემ.

მისი შეფასებით, "აკუმულირებული თანხები, რომლებიც ბიუჯეტში შემოდის აქციზის გადასახადის ამ კატეგორიის საწვავის მომსახურებაზე, აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს იმ ზიანთან შედარებით, რომელიც მოქალაქეებისათვის დგება":

"პირველ რიგში, ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოფაზე. ამას აკეთებს ის დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სათავეში მოვიდა დაპირებით, რომ ბენზინსა და სხვა კატეგორიის მასაზე თანხას დაახლოებით ერთი ლარით შეამცირებდნენ.

ხალხს დააჯერეს, რომ ეს ერთი ლარი მიდიოდა მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში. ეს არის მტკნარი სიცრუე. მოგეხსენებათ, რა შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, რომ ეს გადასახადი მინიმუმ იმ ნიშნულამდე დააბრუნოს, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრამდე იყო ქვეყანაში და ამით ამოისუნთქოს ჩვენმა მოსახლეობამ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S