Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

Edison Research: გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

20/06/2023 13:17:42 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. 43% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S