Accentnews.ge
ბეჟაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს

ბეჟაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს

20/06/2023 14:54:00 პოლიტიკა

დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავის ამოცანებიდან გამომდინარე, ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საკითხის ირგვლივ ამჟამად კონკრეტული კონსულტაციები არ მიმდინარეობს და პროცესი არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიძვრება.

"ყველა კვლევით და საარჩევნო შედეგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია და მთავარი ევროპული პარტია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური და საარჩევნო ამოცანები გვაქვს, ვიდრე 2-3%-იან პარტიებს. ჩვენი მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ბუნებრივია, ამ საქმეში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ. საუბარი შეიძლება იყოს არა დიდ გაერთიანებასა და ამ გაერთიანების ინსტიტუციონალიზაციაზე, არამედ კონკრეტულ სტრატეგიასა და გეგმებს".

ბეჟაშვილი ასევე აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წახალისებას, რათა დამატებითი პოლიტიკური ცენტრები შეიქმნას, რომელსაც ელექტორატში მიზიდულობის ძალა ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S