Accentnews.ge
კვლევა: რა ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში მეტად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

კვლევა: რა ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში მეტად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

20/06/2023 16:15:56 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას ამომრჩევლის მოსყიდვა უშლის ხელს.

კითხვაზე, საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას რა ფაქტორები უშლიან ხელს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ამომრჩეველთა მოსყიდვა - 53%
  • კრიმინალების ჩართვა - 35%
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - 29%
  • ცესკოს დამოკიდებულება მმართველ პარტიაზე - 28%
  • სუს-ის მიერ ამომრჩევლის დაშინება - 27%
  • არათანაბარი გარემო პოლიტიკური კამპანიის წარმოებისთვის - 27%
  • ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლი - 25%
  • არჩევნების პროცესში დამოუკიდებელი დამკვირვებლების მცირე რაოდენობა - 18%
  • არც ერთი - 19%.

გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S