Accentnews.ge
დეგნანი – გვარამიას საქმეზე: “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"

დეგნანი – გვარამიას საქმეზე: “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"

20/06/2023 17:19:59 პოლიტიკა

იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას "ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით – რედ.]. აშშ თავიდანვე გამოხატავდა შფოთვას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით: დაპატიმრების დროსთან, ბრალდებებთან და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც მრავალჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,” - განაცხადა დეგნანმა.

19 ივნისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო. გვარამიას განცხადებით, შემდეგი "გაჩერება" სტრასბურგი იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S