Accentnews.ge
დეგნანი: "დარწმუნებული ვარ, ევროკომისია ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს მიმდინარე სამუშაოზე"

დეგნანი: "დარწმუნებული ვარ, ევროკომისია ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს მიმდინარე სამუშაოზე"

20/06/2023 17:26:51 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია საქართველოში "მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს – რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული 12 რეკომენდაციაზე"

“რა თქმა უნდა, იმ პოზიციაში არ ვარ, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის კანონზე.

იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია თუ რამდენად ერთგულია ევროკავშირი ამ პროცესში საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე თუ რა ნაბიჯებია საჭირო. თუ პარლამენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, იგი საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა დეგნანმა.

"რადიო თავისუფლების" წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში საუბარი იქნება 12-დან 3 რეკომენდაციის სრულად შესრულების საკითხზე და რომ საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S