Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის ელჩი: "თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია"

დიდი ბრიტანეთის ელჩი: "თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია"

20/06/2023 17:37:49 პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ეხმიანება "მთავარი არხის" გენდირექტორის საქმეს და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას პროცესს "ახლოდან ვაკვირდებით".

მისივე თქმით, თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია.

“წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს [ნიკა გვარამიას – რედ.]. ცოტა ხნის წინ 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ ქეისის განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ. [...]

ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ”, - განაცხადა კლეიტონმა.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო. გვარამიას განცხადებით, შემდეგი "გაჩერება" სტრასბურგი იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S