Accentnews.ge
დეგნანი: "რუსული და პრორუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას"

დეგნანი: "რუსული და პრორუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას"

20/06/2023 17:48:03 პოლიტიკა

რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამნახევარი წლის წინ. მცდელობები იყო ქართველების დასაახლოებლად. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. და ეს რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას",– თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ ეს ძალიან სახიფათოა.

ელჩმი გამოვიდა შეხსენებით, რომ ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, რადგან ბევრი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსულ მცდელობებთან ერთად, დაეყო, დაეშინებინა და შეცდომაში შეეყვანა საქართველოს მოსახლეობა.

ელჩი იმედოვნებს, რომ კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა არა მხოლოდ ევროინტეგრაციის "წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რაც ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია", არამედ იმიტომაც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს:

"ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, "ძალა ერთობაშია". ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიღება არაა რთული".

როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს, ააშენოს დემოკრატია, რაც სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი, ცოცხალი, პასუხისმგებლიანი მედიის მხარდაჭერასაც მოიცავს:

ყველამ უნდა ითამაშოს ამაში როლი: პოლიტიკოსებმა, მედიამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ. რათა საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა, რათა პოლიტიკური ჩხუბები გვერდზე გადაიდოს.

პოლიტიკოსები იმას იტყვიან, რაც უნდა თქვან. ყველამ ვიცით, რომ ხშირად, კამერების წინ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად, ახლა დროა, საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა. აშშ-ს ყველაზე მეტად საქართველოს წარმატება სურს, ევროკავშირის წევრობაში თქვენი წარმატება, ნატო-ს წევრობაში თქვენი წარმატება. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობაა. ძალა ერთობაშია!”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S