Accentnews.ge
ღარიბაშვილი: ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკითხის პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას

ღარიბაშვილი: ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკითხის პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას

21/06/2023 07:35:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმი, რომელიც დღეს გაიხსნა, ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოებას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი გახდა ბოლო პერიოდში.

"ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა,“- განაცხადა ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კიბერუსაფრთხოების როლზე ისაუბრა:

„ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა, თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას. ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S