Accentnews.ge
რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყება მესამედ გადადო

რუსულმა Red Wings-მა საქართველოში ფრენების დაწყება მესამედ გადადო

21/06/2023 08:09:44 პოლიტიკა

რუსულმა ავიაკომპანიამ "Red Wings"–მა, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის და მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო, საქართველოში ფრენების დაწყება მესამედ გადადო.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ "Red Wings"-ს სოჭი-თბილისის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 2 ივნისიდან კვირაში სამჯერ - ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით უნდა შეესრულებინა, ასევე 2 ივნისიდან ეფრინა კვირაში სამჯერ (იმავე დღეებში) მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით.მოგვიანებით, კომპანიამ ფრენების დაწყება 15–16 ივნისისთვის გადადო, თუმცა რეისების შერულება არც ხსენებულ პერიოდში დაიწყო.

ავიაკომპანია ფრენების დაწყებას ამჯერად 26 ივნისიდან აპირებს.

აღსანიშნავია, რომ "Red Wings"-ის ფრენების მიმართულებებს შორის ფიგურირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიც, კერძოდ - გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და "სოხუმი, ბაბუშერა", თუმცა პრაქტიკაში ფრენები ამ მიმართულებით არ წარმოებს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მტავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.

19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S