ღარიბაშვილი: რაც შეეხება თავდასხმებს, რომელიც პოლიტიკოსებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მკაფიოდ ვემიჯნებით მას
21/06/2023 09:16:24 პოლიტიკა
ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივ ფაქტებზე პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება.
„რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას. პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი ამით არის ნათქვამი“, - განაცხადა პრემიერმა.


