Accentnews.ge
სუს–ის უფროსი: სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ, ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს

სუს–ის უფროსი: სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ, ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს

21/06/2023 09:57:09 პოლიტიკა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სადაც უსაფრთხპების რისკია, მისი უწყება წარმოდგენილია, ხოლო მშვიდობიან სტუმრებს მიესალმება. ასე უპასუხა სუს–ის ხელმძღვანელმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას. კითხვა ეხებოდა, მან შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავების ვიზიტს, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუს-ი ყველას უსაფრთხოებას იცავს.

“სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ. ადამიანებს, ვისაც დარღვეული არ აქვთ საქართველოს კანონი "ოკუპაციის შესახებ", არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა თქვა, რომ არ იცის, როგორ მოხვდნენ ლავროვის ნათესავებისაქართველოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S