Accentnews.ge
TI:  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და შემოსავალს მალავს

TI: დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და შემოსავალს მალავს

21/06/2023 10:23:34 პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, იოსებაშვილი დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს.

„იოსებაშვილსა და მის მეუღლეს, ნანა კეჩხუაშვილს ეკუთვნით 6 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  • ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 40.0 კვ.მ (საკუთრება)
  • ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 95.50 კვ.მ (საკუთრება)
  • ბინა გორში, ნადირაძის ქუჩაზე - 71.90 კვ.მ (საკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 13,033 კვ.მ. (საკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 4,047 კვ.მ. (თანასაკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 2,097 კვ.მ. (თანასაკუთრება)"

დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ია. იოსებაშვილი სსიპ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე, 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S