Accentnews.ge
როსვალი: აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო

როსვალი: აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო

22/06/2023 13:39:31 პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო, - ასე აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პირობის შესრულებას შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალი.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს გაეგზავნოს მკაფიო ერთიანი გზავნილი, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები:

„დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშის შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ მას, როგორც სახელმძღვანელოს შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის განხორციელებამდე“.

იხილეთ ასევე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S