Accentnews.ge
როგორ ესმით მმართველ გუნდში ევროკომისიის ანგარიში

როგორ ესმით მმართველ გუნდში ევროკომისიის ანგარიში

22/06/2023 15:05:06 პოლიტიკა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შეფასებას მმართველი გუნდის დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება და ამბობს, რომ "წინასწარი შეფასება საკმაოდ ფართოდ არის დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე".

სარჯველაძის ხედვით, ევროკომისიამ 10 რეკომენდაცია სრულად ან მეტწილად შესრულებულად შეაფასა. თუმცა მანამდე ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველოს 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

იხილეთ ასევე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში

"უმეტესობა რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ არის ან სრულად, ან მეტწილად შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები შეიძლება, კიდევ წინ იყოს. არის საკითხები, რაზეც ბუნებრივია, მუშაობა იქნება გასაგრძელებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარი შეფასება, რაც კეთდება არის საკმაოდ ფართოდ დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე, რაც აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე იქმნება. თუმცა, ფაქტები, რომ შესრულებულია დიდწილად ყველა ეს ვალდებულება, მხედველობის მიღმა ვერ დარჩებოდა, ეს კარგი წინაპირობაა უკვე საბოლოო შეფასებების გაკეთებისთვის და ვფიქრობ, მაინც პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე აღნიშნავს რომ გარკვეული რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება ვერ იქნება. ამ კონტაქსტში მან ახსენა დეპოლარიზაცია, რაზეც პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს:

"ანონსები გახსოვთ, მათ შორის ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თუმცა, ეს არ დადასტურდა. შეგიძლიათ ზუსტად გაზომოთ იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რა აქტივობა უნდა განხორციელდეს? ჩვენგან რაც მოითხოვებიდა და რაც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით ორმაგი ორი მესამედის შემოტანა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, იქნება დანგრევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპის. ამას როგორც იურისტი ისე ვამბობ. ამაზე რომ ვერ შევთანხმდით, როგორც შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ ეს ნაკლად უნდა ჩამოერთვას საქართველოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადაუდგმელობა. ეს არ იქნება მართებული. მაგალითად, დეპოლარიზაციის მიმართულება, ჩვენ განწყობა გვაქვს, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით და შევთანხმდეთ საკითხებზე, ოპოზიციის დიდი ნაწილი არის სხვაგვარი განწყობის და რადიკალიზაციისკენ მიჰყავს პროცესი. ასეთ დროს ვერ შედგება დეპოლარიზაცია, დერადიკალიზაცია. სამწუხაროდ, ოქტომბრისთვის, შეიძლება მივიდეთ ისეთ ვითარებამდე, როცა შეიძლება სამართლიანადაც ითქვას, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია ვერ შედგა, რადგან ოპოზიციამ კვლავ რადიკალური დღის წესრიგი წარმოადგინოს. თქვენ თვლით, რომ ამის გამო ქვეყანას ხელი უნდა შეეშალოს ევროინტეგრაციის მიმართულებაზე? მე ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S