Accentnews.ge
თურნავა: “საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული”

თურნავა: “საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული”

22/06/2023 15:56:43 პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ახლად არჩეულმა ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მედიის კითხვაზე, აქვს თუ არა მას ურთიერთობა ბიზნესმენებთან - უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან, თურნავა განმარტავს, რომ მათ იცნობს, თუმცა “საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული.”

ნათია თურნავა ამბობს, რომ ჩხარტიშვილის ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, ხოლო მამაცაშვილთან ერთად მას საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებლის პოსტი ეკავა:

“არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპს, არ განხორციელებულა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და თქვენ, ისევე როგორც საზოგადოება, შეძლებთ, რომ იმსჯელოთ ვართ თუ არა ჩვენ ობიექტურები, თუ ვართ მიკერძოებულები. მე არ ვარ მარტო სებ-ის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობებს, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს, ყველანი ვართ გამჭვირვალე.

რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა და წავიდა პოლიტიკიდან, მე პირადად მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. რაც შეეხება ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ბატონ უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, მე მათ ვიცნობ და ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო, ბატონ უჩა მამაცაშვილთან საპარტნიორო ფონდში ვიყავით მენეჯმენტში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

2022 წლის ივნისიდან - 2029 წლის ივნისამდე თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იქნება. ის 2019-2022 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახლდათ, 2018-2019 წწ. – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2013-2018 წწ. – "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, 2006-2013 წწ. – შპს "ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი; შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2006 წწ. – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, 2005 წ. – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, 2000-2005 წწ. – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, 1998-2000 წწ. – თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,1997-2000 წწ. – სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.1994-1996 წწ. – წამყვანი მეცნიერი საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S