Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

22/06/2023 19:07:34 პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S