Accentnews.ge
ვოლსკი: "ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე"

ვოლსკი: "ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე"

22/06/2023 19:43:33 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "იმედის" ეთერში გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას პრეზიდენტის მიერ შეწყალებას.

"ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე", - თქვა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

მისი მტკიცებით, „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით":

"ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის და ეს ყველაფერი ჩამოქვეითებულია იქამდე, რომ ვითომ მანქანით ისარგებლა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S