Accentnews.ge
ბრიტანეთის ელჩი – გვარამიას შეწყალებაზე: "სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე"

ბრიტანეთის ელჩი – გვარამიას შეწყალებაზე: "სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე"

23/06/2023 06:20:47 პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება.

"მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - წერს კლეიტონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S