აშშ–ის ელჩი: იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა განახორციელოს აუცილებელია ევრორეკომენდაციები შესრულდეს
23/06/2023 07:40:55 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კლი დეგნანის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა განახორციელოს აუცილებელია ევრორეკომენდაციები შესრულდეს.
"საქართველომ განიცადა დიდი პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. ევროკავშირმა გამოყო სამი სფერო, სადაც განსაკუთრებული პროგრესი შეინიშნება. ძალიან მისასალმებელია ის, რომ პარლამენტმა უარი განაცხადა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღებაზე როგორც ვენეციის კომისიამაც ახსნა არსებობს უკეთესი გზები, რომ გავლენები პოლიტიკაზე უფრო ეფექტურად შემცირდეს სისტემური რეფორმების გზით. 12 რეკომენდაციის შესრულება საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ და დიდი ხანია, ვაცხადებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება იყოს ბოლომდე ჩართული რეკომენდაციების შესრულების შესახებ დისკუსიებში. იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს ევროპული პერსპექტივა აუცილებელია ეს ნაბიჯები გადაიდგას და რეკომენდაციები შესრულდეს", – განაცხადა ელჩმა.
ამავე თემაზე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში.


