Accentnews.ge
სააკაშვილი – გვარამიას შეწყალებაზე: ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ

სააკაშვილი – გვარამიას შეწყალებაზე: ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ

23/06/2023 12:15:02 პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ევროპის, ამერიკისა და საზოგადოების აქტიურობის დამსახურებაა. კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.

სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა "მთავარის" ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.

მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას", – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S