კომიტეტმა ნატო და როსტომ ჩხეიძეების პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა
23/06/2023 14:13:13 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ.
დეპუტატებმა ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ორი წევრის არჩევას დაუჭირეს მხარი.


